ტვირთის პროფესიონალური შეფუთვის მომსახურება
TradeLog იზრუნებს ყველა საჭირო საბუთის წარმოებასა და საბაჟო პროცედურის წარმოებას ნებისმიერ ტერმინალში.
კონსულტაცია ( უფასო სერვისი)
ჩვენი გამოცდილი სპეციალისტი სატრანსპორტო ციკლის დაწყებამდე, ადგილზე შეაფასებს ტვირთის მახასიათებლებს, როგორც ზომა, წონა, ტვირთის რაობა და მისი საორიენტაციო მოცულობა. ეს საჭირო პროცედურაა, რადგან მასზე დაყრდნობით ხორციელდება სატრანსპორტო მარშრუტების გათვლა და საფასე შეთავაზების მომზადება.
ტვირთისთვის განკუთვნილი სპეც. შესაფუთი მასალის არჩევა და გამოყენება
შესაფუთი მასალის არჩევისას გათვალისწინებულია ტვირთის ყველა მახასიათებელი — მისი სიმყარისა და მსხვრევადობის ფაქტორების გათვალისწინებით და თითოეულ მათზე შეირჩევა შესაბამისი შესაფუთი მასალა.
შესაფუთი მასალის სახეობები:
- გოფრირებული მუყაო – შესაფერისია მსუბუქი და ზომიერად მყიფე ნივთებისთვის; უზრუნველყოფს დაცვას მცირე წონის დაწოლის ფაქტორისაგან სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვისას.
- პალეტები – იდეალურია მძიმე, დიდი ზომის ნივთებისთვის; უზრუნველყოფს საიმედო დაცვას.
- პენოპლასტის შეფუთვა – უზრუნველყოფს დაცვას მყიფე ნივთებისა და ელექტრონიკისათვის.
- ბუშტულებიანი პოლიეთილენის ფირი – გამოიყენება მსხვრევადი ნივთების შესაფუთად.
- პოლიეთილენის თერმომარეგულირებელი შეფუთვა – უკეთესი დაცვა ამინდის მავნე ზეგავლენისგან.
- პოლიესტერის გრანულები – მსუბუქი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის დაცვასა და მხარდაჭერას.
- VCI შეფუთვა – გამოიყენება ლითონის პროდუქციის კოროზიისგან დასაცავად.
- დასამაგრებელი ლენტი – გამოიყენება ყუთების დალუქვისა და პლატფორმაზე ტვირთის დასამაგრებლად.
- ხის დიდი ზომის ან სპეციალური ზომის ყუთები (კრეიტები) – საშუალებას იძლევა უკვე შეფუთული ტვირთის განთავსება და ამცირებს შიგთავსის დაზიანების ალბათობას; გამოიყენება ასევე მოტოციკლებისა და მოტოროლერების უსაფრთხო ტვირთვისა და ტრანსპორტირებისთვის.
დამცავი შესაფუთი საშუალებები
წყლის, წვიმის ან კონდენსატისადმი მგრძნობიარე ტვირთებისთვის გამოიყენება სპეციალური შესაფუთი მასალები, რომლებიც აფერხებენ წყლის ან მტვრის მოხვედრას შეფუთვის შიგთავსში.
შეფუთვების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა
საერთაშორისო გადაზიდვებში მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის შეფუთვა შეესაბამებოდეს სატრანზიტო ქვეყნების წესებსა და საერთაშორისო რეგულაციებს, რადგან არასწორი მასალის გამოყენება შესაძლოა შექმნას პრობლემები, მათ შორის დაბრკოლებები საბაჟო, ფიტო და ვეტერინარულ კონტროლებთან.
დაინტერესებული ხართ კონსულტაციით ან ინდივიდუალური შეთავაზებით?


